საქართველოში, კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევიდან, 2 გარდაბნის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა. ინფიცირებულები, სოფელ ლელაშხაში მცხოვრები 74 წლის ქალი და მისი 18 წლის შვილიშვილია.
74 წლის ქალმა გეგმურ შემოწმებაზე "ნიუჰოსპიტალსის" გარდაბნის კლინიკას გუშინწინ მიმართა, სადაც, მას კორონავირუსზე "პისიარ" ტესტირება ჩაუტარდა და პასუხი დადებითი აღმოჩნდა. ტესტირება ჩაუტარდა ასაკოვანი ქალის ახლო კონტაქტებს.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის რამაზ ბუდაღაშვილის განცხადებით, ეპიდემიოლოგებმა დაადგინეს ინფიცირებული ქალის ახლო კონტაქტები, რომლებიც საკარანტინე სივრცეში გუშინვე გადაიყვანეს.