გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიამ, მოწყვლად კატეგორიას პირველადი საჭიროების სასურსათო პროდუქტი და ჰიგიენური საშუალებები გადასცა. პროდუქტი მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებული სოფლების, სოციალურად დაუცველ და გადაუდებელი საჭიროების მქონე ბენეფიციარებს გადაეცა.
პროდუქტის გაცემა ამ დრომდე გრძელდება და მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოწყვლად კატეგორიას სრულად მოიცავს.