"ერთიანი აგროპროექტის" ფარგლებში, გარდაბანში რძის გადამამუშავებელი ახალი საწარმო გაიხსნა. საწარმოს შექმნა "სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი ახალი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის" ფარგლებშია დაფინანსებული. ჯამურად განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა 366 ათას დოლარს შეადგენს, საიდანაც სახელმწიფო თანადაფინანსება 146 ათას 404 დოლარია. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მიერ განხორციელებული „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, დაფინანსდა 165 ახალი და 750-ზე მეტი მოქმედი საწარმო.