რუსთავის რაიონულმა პროკურატურამ გარდაბანში მომხდარი ხულიგნობის და ჯგუფური ძალადობის ფაქტზე 8 პირს ბრალდება სისხლის სამართლის საქმეში მისცა.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 2 ივლისს გარდაბანში, სოფელ ვახტანგისის რამდენიმე მცხოვრებმა უხეშად დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი და სოფელ ნაზარლოს ერთ-ერთ მკვიდრს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ბრალდების მხარემ სასამართლოს ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით უკვე მიმართა.
გამოძიება 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ქვეპუნქტით მიმდინარეობს , რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას და ხულიგნობას გულისხმობს.