დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე საყურადღებოდ მიიჩნევს ქვემო ქართლში კერძოდ კი გარდაბნის მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროცესებს.
გამყრელიძის ინფორმაციით, გარდაბანის რამდენიმე სოფელში, სადაც ბოლო 20 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, გაფართოებული ტესტირება იწყება. მისივე თქმით, გაფართოებული კვლევის ფარგლებში რამდენიმე ათასი ადამიანი დაიტესტება.
ამასთან, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის ჩაკეტვის თაობაზეს, საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში 21 ივლისს იმსჯელებენ.