დღეს მე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ თქვენ ხართ კლანის წევრები ამის შესახებ მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვლმა განაცხადა ,ჯანეზაშვილმა მოსამართლეთა კოლეგია კორუმპირებულობაში და მიკერძოებაში დაადანაშაულა. ჯანეზაშვილის თქმით დღევანდელი დღე ნათელი მაგალითია იმისა რომ ისინი ჯერაც რჩებიან კლანის წევრებად რადგან მათი ყველა პოზიცია ერთსულოვანია. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ამ განცხადებას მოსამართლეთა უკმაყოფილება მოჰყვა ,მართლმსაჯულების სისტემის წარმომადგენლები ნაზი ჯანეზაშვილის არგუმენტირებლ დასაბუთებას სთხოვენ კლანის წევრობასთან და ზოგადად ამ კლანის არსებობასთან დაკავშირებით.