08:10
1 ივნისი, 2020, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
"გაყიდვები ფაქტობრივად, შეჩერებულია" - კორონავირუსის გავლენა დეველოპერულ ბიზნესზე
20-05-2020

„გაყიდვები ფაქტობრივად, შეჩერებულია. მთელი საგანგებო მდგომარეობის პერიოდში მხოლოდ ერთეული უძრავი ქონება გაიყიდა“,- ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ „რედკოს“ პროექტების მენეჯერმა განუცხადა.

მისი თქმით, ამას ტურისტების არარსებობაც ემატება, რის გამოც, გუდაურში აპარატამენტების გაქირავება, ბათუმში კი სასტუმროს ფუნქციონირებაც შეჩერებულია.

კონკრეტულად რა არის საჭირო იმისთვის, რომ სამშენებლო სექტორმა ინვესტიციების მოზიდვა და საქმიანობის გაგრძელება შეფერხების გარეშე შეძლოს - „რედკოს“ გაყიდვების მენეჯერი 4 შეღავათს ასახელებს. ესენია: სესხებზე 3-თვიანი საშეღავათო პერიოდის გახანგრძლივება, საბანკო რეგულაციების დროებით შერბილება, ნებართვების გაცემის პერიოდის შემცირება და დღგ-ს (დეღეგე) ნაწილში შეღავათების დაწესება.

ცნობისთვის, საგანგებო მდგომარეობის გამო, სამუშაო პროეცესი სამშენებლო სექტორსაც შეჩერებული ჰქონდა. თუმცა, მთავრობის დადგენილებით, საქმიანობის აღდგენის უფლება 11 მაისიდან მიეცათ.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები