შსს-მ განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი, ხოლო დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ორი პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული ი.ა. განზრახ მკვლელობის, ხოლო 1981 წელს დაბადებული გ.ჩ. და 1985 წელს დაბადებული ლ.ტ. - დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს.”გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 15 სექტემბერს, ისნის რაიონში, ბრალდებულმა ი.ა.-მ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1969 წელს დაბადებულ მ.ა.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც იგი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.