კენჭისყრის დღე მიმდინარეობს მშვიდ გარემოში და წესების დაცვით, თუმცა, ლაგოდეხში მცირე პროცედურული დარღვევები დაფიქსირდა,- ამის შესახებ განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრში აცხადებენ, რომლის სადამკვირვებლო მისია საკრებულოს შუალედურ არჩევნებს სამივე ოქლში აკვირდება. მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ დარღვევებს კენჭისყრის პროცესზე ზეგავლენა არ მოუხდენია.ორგანიზაციის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მარი ბენდელიანის თქმით, ლაგოდეხში საარჩევნო უბნებთან მანკიერი პრაქტიკა კვლავ გრძელდება, რომელიც უბნის მიმდებარედ კოორდინატების ყოფნაში გამოიხატება.