საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი არ პასუხობს კითხვას, მიიღებს თუ არა მონაწილეობას საპრეზიდენტო არჩევნებში.„არ გამიკეთებია განცხადება, რომ არჩევნებში მონაწილეობას ვაპირებ და ამბობენ, რომ ვერ მოიგებსო. მათ თუ უფრო მეტი ინფორმაცია აქვთ ჩემს შესახებ, ვიდრე მე მაქვს, არ ვიცი...“ -- განაცხადა მარგველაშვილმა შესაბამისი კითხვის პასუხად „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“.