11:07
30 ივლისი, 2021, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
გემრიელი მოგზაურობა
განსხვავებული, საინტერესო და დასამახსოვრებელი - როგორია ეთიოპიური სამზარეულო
27-05-2021

საგულისხმოა ფაქტი, რომ ძირითადად ტრადიციულ კერძებს ატყვია მეზობელი ქვეყნების გავლენა, თუმცა ამ კუთხით ეთიოპიური სამზარეულო გამორჩეულია და არ იკვეთება მასში სხვა ქვეყნის გავლენა....

ეთიოპიურ სამზარეულოს უწოდებენ მდიდარსა და ორიგინალურს... ამ ფაქტს ერთი მარტივი ახსნა აქვს; კლიმატი,-რომელიც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ბევრი სხვადსახვა პროდუქტის მოსაყვანად.

ეთიოპიაში არატრადიციულს და ჩვენისგან განსხვავებულს ბევრს შეხვდებით, მაგრამ ხორცეულში ისნი გამოარჩევენ აქლემის ხორცს, რომელიც ძალიან აქტიურად გამოიყენება ოჯახებშიც...

ისინი უპირატესობას ცხარე საკვებს ანიჭებენ და ყველა ეთიოპიელის სამზარეულოში შეხვდებით-წიწაკას, ჯინჯერს,ნიორს, ხახვსა და მდოგვს. ეთიოპიელებისთვის ამ პროდუქტებს მხოლოდ გემოს დატვირთვა არ ააქვს, არამედ მათ მიაჩნიათ, რომ მსგავსი ტიპის პროდუქტებს აქვთ ბაქტერიციდული ეფექტი და ახდენს კუჭ-ნწლავის „დეზინფექციას“.

ამ ქვეყნის ეთნიკური საზოგადოება ჯერ კიდევ ძველი აღთქმით ცხოვრობს და წელიწადში 200 დღე მარხულობენ, რის გამოც მათ სამზარეულოს ხუმრობით ვეგეტარიანულსაც უწოდებენ, ვინაიდან ცხოველური საკვების მიღება ფაქტიურად ნახევარი წლის განმავლობაში არ შეუძლიათ.

მუსლიმების მსგავსად ეთიოპიელებიც უარს ამბობენ ღორის ხორცზე, თუმცა აქტიურად ეწაფებიან ცხვარს, საქონელს, გველს, ნიანგს და ხვლიკსაც კი... ხოლო რაც შეეხება თევზეულს, ის  პოპულარობით ზღვის პირა ზონეებში სარგებლობს.

ეთიოპიაში შენი ყოველდღიური საკვების მიხედვით შეუძლიათ დაადგინონ შენი მატერიალური მდგომარეობა და ცხოვრების დონე; აქ ღარიბი ხალხის ყოველდღიურ საკვებად გამოიყენება კარტოფილი, ხახვი და მწვანილი, ხოლო შეძლებული ოჯახები აქ ნესვს, საზმათროს, ავოკადოს, პაპაიას და ბანანს მიირთმევენ.

AutoPlay
გაიცანით მალაიზიური სამზარეულო, რომელიც ნათლად ასახავს იმ გავლენებს, რომლებიც ქვეყანაზე მოახდინა ჩინურმა, კორეულმა, ინდურმა და ტაილანდურმა კულტურამ
29-07-2021
გაიცანით აზიური სამზარეულო, რომელსაც გამორჩეული კულინარიული სტილი და ტრადიცია აქვს
22-07-2021
გაიცანით ინდონეზიის სამზარეულო, რომელიც ამ ქვეყნის მცხოვრებ ხალხთა კულინარიული ტრადიციების ერთობლიობას წარმოადგენს
15-07-2021
გაიცანით სალვადორის გამორჩეული და განსხვავებული სამზარეულო
08-07-2021
იცოდით, რომ იემენში ლანჩია დღის მთავარი ტრაპეზი და არა სადილი? - გაიცანით იემენური სამზარეულო
01-07-2021
ესპანური, ფრანგული, იტალიური, პორტუგალიური გასტრონომიების შერწყმით შექმნილი ვენესუელური სამზარეული
24-06-2021
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები