საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის გადაზიდვის ფაქტზე ორი პირი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, აღნიშნული პირები, საბაჟო-გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით საბაჟო კონტროლისგან მალულად საქართველოს ტერიტორიიდან ცდილობდნენ გადაეტანათ დეკლარირებას დაქვემდებარებული, დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტი. ამოღებულია უაქციზო საქონელი, რომლის ღირებულება ჯამში 171 220 ლარს შეადგენს.საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. დაკავებულებს თავისუფლების აღკვეთა 8-დან 11 წლამდე ვადით ემუქრებათ.