განმუხურში, სადაც "ჯემ ფესტი" მიმდინარეობს, სამართალდამცველებმა ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით კიდევ ერთი ადამიანი დააკავეს. შსს-ში ამ ეტაპზე არ აკონკრეტებენ დაკავებულის ეროვნებას და მისგან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების რაოდენობას. როგორც უწყებაში განმარტავენ, ჩანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები და საქმესთან დაკავშირებით დეტალების საზოგადოებას მოგვიანებით მიეწოდება. სამართალდამცველებმა "ჯემ ფესტის" ტერიტორიაზე გუშინ ირანის მოქალაქეც დააკავეს. სამართალდამცველები მას ასევე ნარკოტიკების უკნაონო შეძენა-შენახვას ედავებიან. ირანის მოქალაქის ჩხრეკის შედეგად პოლიციამ დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო.