განმუხურის ამფითეატრში, გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატის სანდრა რულოვსის, ამომრჩეველთან შეხვედრის ცერემონია გაიმართა. მხარდამჭერებს სიტყვით გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებმა მიმართეს. "ეროვნულ-დემოკრატიული" პარტიის თავმჯდომარემ ზუგდიდელებს 19 მაისს მერის არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა. სანდრა რულოვსის მხარდაჭერისკენ მოუწოდა ზუგდიდელებს გრიგოლ ვაშაძემაც.