სამართალდამცავები სამსონ ქუთათელაძის საქმის გამოძიების პროცესში დაკავებული და შემდეგ გათავისუფლებული გიორგი ჭანტურიას და მისი მეუღლის საცხოვრებელ სახლებში, რუსთავსა და თბილისში, განმეორებითს ჩხრეკას ატარებენ. ჩხრეკა თბილისაა და რუსთავში ერთდროულად მიმდინარეობს. როგორც სამართლადმაცავებმა რუსთავში, გიორგი ჭანტურიას სახლში შესვლამდე განაცხადეს, საცხოვრებელი ბინის განმეორებითი ჩხრეკა მოსამართლის დადგენილების საფუძველზე ხდება. გიორგი ჭანტურიამ განაცხადა, რომ რუსთავში, ყაზბეგის ქუჩაზე და თბილისში, მცხეთის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლებში სამართალდამცავებმა ჩხრეკა ერთხელ უკვე ჩაატარეს და ვერაფერი კანონსაწინაამდეგო ვერ იპოვეს გარდა ვაზნებისა, რომელიც მამამისს ეკუთვნოდა. მისთვის გაუგებარია რაში დასჭირდა გამოძიებას ხელახალი ჩხრეკის წარმოების გადაწყვეტილების მიღება. ამასთან, გიორგი ჭანტურია სამსონ ქუთათელაძესთან რაიმე სახის დაპირისპირებას უარყოფს და აცხადებს, რომ მასთან არანაირი უთანხმოება არ ჰქონია.