განიხილავს თუ არა, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის საქმეზე ბრალდებული 5 პირის საქმეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, დღეს, გახდება ცნობილი.
წინასასამართლო სხდომაზე, რომელიც მცხეთის რაიონულ სასამართლოში 17:00 საათზე გაიმართება, გაირკვევა, სრულწლოვანი ბრალდებულები აირჩევენ თუ არა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს. თუკი, ნაწილი აირჩევს, ნაწილი კი არა, მათი საქმე ცალკე წარმოებად გამოიყოფა.
ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე 5 პირი: ნიკოლოზ რევაზიშვილი, არჩილ გაგნიძე, ვახტანგ ჩიქოვანი და არასრულწლოვნები ზ.ხ. და ა.ქ. არიან.