ჩინეთში, ცილინის პროვინციაში ძლიერი სეტყვის შემდეგ წყალდიდობაა. ადგილობრივმა მეტეოროლოგიურმა დეპარტამენტმა პროვინციაში განგაშის წითელი დონე აამოქმედა. წყალდიდობის კონტროლის სამსახური კი საგანგებო რეჟიმში მუშაობს. წყალდიდობამ ზოგიერთი შენობის პირველი სართული დატბორა. აბონენტთა ნაწილს სასმელი წყალი და ელექტროენერგია აღარ მიეწოდება. ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. ბოლო 7 დღის განმავლობაში ეს ქვეყანაში უკვე მეორე წყალდიდობაა. 13 ივლისს წყალდიდობის შედეგად 260 ათასი ადამიანი დაზარალდა და 7500 სახლი დაზიანდა.