02:49
18 მაისი, 2022, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
კომენტარის გარეშე
განაწყენებული პუტინის განცხადება საქართველოში ამერიკელი სამხედროების შემოსვლაზე და შევარდნაძის დიპლომატიური პასუხი - ვიდეო არქივიდან
21-01-2022

"ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დი "ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის ცენ­ტრი" (The Eduard Shevardnadze Center) ავ­რცე­ლებს მე­ტად სა­ინ­ტე­რე­სო სა­არ­ქი­ვო ვი­დე­ოს, რო­მე­ლიც დსთ-ს ლი­დე­რე­ბის არა­ფორ­მა­ლურ შეხ­ვედ­რა­ზე, ყა­ზა­ხე­თის სამ­თო-სა­თხი­ლა­მუ­რო კუ­რორტ ჩიმ­ბუ­ლაკ­შია გა­და­ღე­ბუ­ლი და რო­მელ­შიც რუ­სე­თის პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის გან­ცხა­დე­ბას, სა­ქარ­თვე­ლო­ში ამე­რი­კე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის შე­მოს­ვლა­ზე, ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძე პა­სუ­ხობს. ვი­დე­ო­ში ჩანს, რომ პუ­ტი­ნის გან­ცხა­დე­ბის შემ­დეგ არა­ვინ ელის, რომ მას პა­სუხს გას­ცე­მენ და სცე­ნა­ზე მდგა­რი ლი­დე­რე­ბი იშ­ლე­ბი­ან და ამ დროს სა­ქარ­თვე­ლოს იმ­ჟა­მინ­დე­ლი პრე­ზი­დენ­ტი სა­უ­ბარს იწყებს.

"ამე­რი­კის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის სამ­ხედ­რო დახ­მა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა პირ­ვე­ლად ჟურ­ნალ­მა "თა­იმ­მა“ გა­ახ­მო­ვა­ნა, შემ­დეგ "ვა­შინგტონ პოსტსა“ და "ნიუ-იორკ თა­იმსში“ გაჩ­ნდა ინ­ფორ­მა­ცია, CNN-მა კი პენ­ტა­გო­ნის ბრი­ფინ­გი გად­მოს­ცა, სა­დაც ით­ქვა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის პა­სუ­ხად აშშ სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­აგ­ზავ­ნი­და 200-მდე სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ძა­ლე­ბის ინ­სტრუქ­ტორს. რო­გორც გელა ჩარ­კვი­ა­ნი იხ­სე­ნებს თა­ვის ბესტსე­ლერ­ში "ნაც­ნობ ქი­მე­რა­თა ფერ­ხუ­ლი“ - " მათ ევა­ლე­ბო­დათ ქარ­თვე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის გაწ­ვრთნა. ეგ­რეთ წო­დე­ბუ­ლი წვრთნი­სა და აღ­ჭურ­ვის პროგ­რა­მა (T&E) 64 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი ჯდე­ბო­და და გუ­ლის­ხმობ­და ოთხი 600-კა­ცი­ა­ნი ქარ­თუ­ლი ბა­ტა­ლი­ო­ნის სრულ აღ­ჭურ­ვა­სა და გაწ­ვრთნას 18 თვის პე­რი­ოდ­ში. სა­ქარ­თვე­ლო­ში ამე­რი­კე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის შე­მოს­ვლის თა­ო­ბა­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ამ რუ­სე­თის რე­აქ­ცი­ულ წრე­ებ­ში პა­რა­ნო­ი­და­ლუ­რი რე­აქ­ცია გა­მო­იწ­ვია...ატყდა სა­ქარ­თვე­ლო­სა და მისი პრე­ზი­დენ­ტის აღ­ვი­რახ­სნი­ლი ლან­ძღვა. რო­გო­ზი­ნი, ზა­ტუ­ლი­ნი, ჟი­რი­ნოვ­სკი წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლებ­დნენ, რომ მალე სა­ქარ­თვე­ლო და­იშ­ლე­ბო­და... ამის მი­უ­ხე­და­ვად, ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძე დსთ-ს ლი­დე­რე­ბის არა­ფორ­მა­ლურ შეხ­ვედ­რა­ზე ყა­ზა­ხე­თის სამ­თო-სა­თხი­ლა­მუ­რო კუ­რორტ ჩიმ­ბუ­ლაკ­ში მა­ინც ჩა­ვი­და და ღია ცის­ქვეშ მო­წყო­ბილ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის გა­მოს­ვლას დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი პა­სუ­ხი გას­ცა", - წერს "ფე­ის­ბუქგ­ვერ­დი" ვი­დე­ოს აღ­წე­რა­ში.

შეხ­ვედ­რა­ზე გვერ­დიგ­ვერდ დგა­ნან: ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძე, ალექ­სან­დრე ლუ­კა­შენ­კო, ლე­ო­ნიდ კუჩ­მა, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი და ნურ­სულ­თან ნა­ზარ­ბა­ე­ვი. ვი­დე­ო­ში სი­ტყვით ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი გა­მო­დის და სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ ამ­ბობს: წაიკითხეთ სრულად სტატია AMBEBI.GE-ზე

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები