განათლების სამინისტროში ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლების რექტორებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, საერთაშორისო დონეზე მიღწეული შედეგები და სისტემაში 2020 წელს დაგეგმილი ძირითადი სიახლეები განიხილეს.
უნივერსიტეტების რექტორებს მინისტრის მოადგილე და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი შეხვდნენ.