"სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს" პროგრამის სტიპენდიანტებს სტიპენდიები ჩაერიცხათ. ამის შესახებ "პალიტრა ნიუსს“ განათლების სამინისტროში განუცხადეს. უწყებაში განმარტავებ, რომ შესაბამისი ბრძანებები უკვე გადაგზავნილია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ასევე, თანხაც უკვე გადარიცხულია. განათლების სამინისტროს განმარტებით, სტიპენდიების დაგვიანება ტექნიკური პრობლემების გამო მოხდა. სტუდენტებმა განათლების სამინისტროსთან სტიპენდიების დაგვიანება გააპროტესტეს.