ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ სკოლებში 1-მეტრიანი დისტანციის დაცვა იქნება სავალდებულო. როგორც მან პრესკონფერენციაზე განაცხადა, ჯანდაცვის სამინისტრომ განათლების სამინისტროსთან დაახლოებით 2- თვიანი ინტენსიური მუშაობის შედეგად დაასრულა რეკომენდაციების პაკეტის მოხმარება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწავლის პროცესი დაიწყოს და განხორციელდეს ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხოდ და სასკოლო გარემოში კოვიდის გავრცელების რისკები შეიზღუდოს.
ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციები ითვალისწინებს შემდეგ საკითხებს: შენობაში შემსვლელი ყველა პირისთვის პირბადის სავალდებულო ტარება, გარდა მოსწავლისა;
შენობაში ნებისმიერი პირის დეზობარიერის გავლით, თერმოსკრინინგისა და ხელის დეზინფიცირების შემდეგ შესვლა; პირბადეების რეზერვის სკოლებში არსებობა; სველი წერტილების სანიტარული დამუშავება ყოველი დასვენების შემდეგ; ცვლებს შორის ნახევარსაათიანი შესვენება, საკლასო ოთახებისა და სკოლის საერთო სარგებლობის ფართების სანიტარული დასუფთავება და განიავება;
სიცხიანი და რესპირატორული სიმპტომების მქონე მოსწავლეებისთვის დროებითი საიზოლაციო ოთახის გამოყოფა; ოთახების განიავება გაკვეთილებს შორის დასვენებებზე; ხშირად შესახები ზედაპირების სანიტარული დამუშავება;
სკოლის საერთო სარგებლობის სივრცეებში ყოფნისა და გადაადგილებისას ყველა პირს (გარდა მოსწავლეებისა) უნდა ეკეთოს პირბადე, მათ შორის დასვენებების პერიოდში.