განათლების სამინისტრო ზრდასრულთა პროფესიული განათლების სისტემის განვითარებას იწყებს. მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების პროგრამაზე სახელმწიფო 2 მილიონ ლარს დახარჯავს და ქვეყნის მასშტაბით 3 000-მდე ბენეფიციარს გადაამზადებს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით დღეს შეხვედრა გაიმართა, სადაც საგანმანათლებლო დაწესებულებების, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლებმა, ზრდასრულთა პროფესიული განათლების კუთხით არსებულ გამოწვებსა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. ბიზნესის წარმომადგენლების თქმით, კვალიფიციურ კადრებზე მათი მხრიდან მოთხოვნა სულ უფრო მეტად მზარდია, თუმცა დასაქმების ბაზარზე არსებული რესურსი მათ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. კვალიფიციური კადრების ნაკლებობას ისიც ემატება, რომ ქვეყანაში სათანადოდ არ არის შესწავლილი შრომის ბაზრის საჭიროებები. აღსანიშნავია, რომ ზრდასრულთა პროფესიული განათლების მომზადება-გადამზადების პროგრამზე რეგისტრაცია 1 კვირაში დაიწყება.