განათლების სამინისტრო ვაშლის შესაძენად ტენდერს ამ კვირაში გამოაცხადებს. როგორც სამინისტროში "ბიზნესპრესნიუსს" განუცხადეს, ყველა სკოლისთვის მთლიანი ტენდერი გამოაცხადდება. ტენდერში გამარჯვებული კომპანია სკოლებში გარეცხილ, გამშრალებულ და ყუთებში ჩალაგებულ ვაშლებს მიიტანს.
ტენდერში გათვალისწინებული პირობით, ვაშლის შესყიდვა ადგილობრივი ფერმერებისგან მოხდება. ვაშლის დარიგების კამპანია სექტემბრიდან, სწავლის დაწყების პირველივე კვირიდან დაიწყება.