განათლების მინისტრის პირველი მოადგილის, ნათია ზედგინიძის განცხადებით, სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმების შესახებ კანონპროექტზე კენჭისყრა, განმეორებით, მესამე მოსმენით ისევ მოხდება.ამის შესახებ ზედგინე-ჯიშკარიანმა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ საუბრისას, ჟურნალისტებთან განაცხადა, რომელიც სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმებას ითვალისწინებდა და რომელიც დღეს პარლამენტმა მესამე მოსმენით კენჭისყრისას ჩააგდო. ზედგინიძის თქმით, პარლამენტში ამ კანონპროექტის განხილვა, ისევ დაჩქარებული წესით მოხდება.