განათლების სამინისტრო სკოლებს ონლაინ სწავლებისთვის პირველ ქართულ ალტერნატიულ პლატფორმას - “Feedc Edu”-ს სთავაზობს არსებული ვითარების გათვალისწინებით. აღნიშნული პლატფორმა სრულიად უფასოა, სრულყოფილად მუშაობს ნებისმიერ სმარტფონზე და არ სჭირდება მაღალი სიჩქარის ინტერნეტი. მასზე შესაძლებელია დავალებების გაზიარება, ფაილების ატვირთვა/ჩამორტვირთვა და ჯგუფური მეცადინეობის წარმართვა. მისი გამოყენება მარტივია, როგორც მასწავლებლისთვის, ასევე მოსწავლისა და მშობლისთვის. ასევე, მარტივია რეგისტრაციის გავლა, რაც მობილური ტელეფონის ნომრით არის შესაძლებელი. იმ შემთხვევაში თუ, მომხმარებელს შეკითხვები გაუჩნდება, მას პლატფორმის ტექნიკური ჯგუფი “Feedc Edu” -ზე არსებული „ჩათის“ მეშვეობით ონლაინ რეჟიმში გაუწევს დახმარებას.