განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, კულტურის ეროვნული ფონდი იქმნება. როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ბრიფინგზე განმარტა, სამინისტრო განსაზღვრავს კულტურის მიმართულების პოლიტიკასა და სტრატეგიას, ხოლო ფონდი ამ პოლიტიკის განმახორციელებელი იქნება. კულტურის ეროვნული ფონდი ფუნქციონირებას 2020 წლის იანვრიდან დაიწყებს, იქამდე კი მოსამზადებელი სამუშაოები განხორციელდება. მინისტრის ინფორმაციით, ფონდის ბიუჯეტი, დაახლოებით, 50 მილიონი ლარი იქნება და მის ხელმძღვანელად ირმა რატიანი დაინიშნება.