განათლების სამინისტრო გარკვეულ პოლიტიკურ ძალებს ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის გარდაცვალების ფაქტის პოლიტიზირებაში ადანაშაულებს. უწყება ია კერზაიასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციებს ბრიფინგით გამოეხმაურა. მინისტრის მოადგილის, ნათია ზედგინიძის განცხადებით, დირექტორის გარდაცვალების პოლიტიზირება სამინისტროსთვის კატეგორიულად მიუღებელია. როგორც მან აღნიშნა, უწყების მიერ დარღვევებისა და გადაცდომების შესახებ მომზადებული ანგარიშის მიუხედავად, ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორს თანამდებობა შეუნარჩუნდა.