განათლების მინისტრის მოადგილემ და ერთიანი ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ჟურნალისტებისთვის თბილისის 103 საჯარო სკოლაში ე.წ ღია კარის დღე მოაწყვეს, სადაც მედიის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ, რა პირობებში ჩატარდება 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები კორონავირუსის პრევენციის გათვალისიწნებით. განათლების მინისტრის მოადგილის ნუნუ მიცკევიჩის განცხადებით, საგამოცდო სივრცეები თითქმის მზად არის აბიტურიენტების მისაღებად, ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყება 6 ივლისს. მინისტრის მოადგილის თქმით, გამოცდების ჩაბარების პროცესი მაქსიმალურად იქნება უზრუნველყოფილი კომფორტისა და უსაფრთხეობის თვალსაზრისით. მისი თქმით, პანდემიის პრევენციის პირობებში სამინისტრომ განსაკითრებული ზომები მიიღო იმისათვის, რომ თითოეულ გამოსაცდელ პირს, ადმინისტრატორს და გამოცდების ორგანიზატორებს მომზადებულები დახვდნენ. საგამოცდო ოთახში, სადაც გამოსაცდელები სამუშაო მერხს მიუსხდებიან გამიჯნულია გამჭვირვალე ბარიერებით ისე, რომ პირებს შორის კონტაქტი მინიმუმამდეა დაყვანილი. რაც შეეხება ქცევის წესებს, ნუნუ მიცკევიჩის თქმით, აბიტურიენტები გამოცდის დღეს აუცილებლად პირბადით უნდა გამოცხადდნენ.