პარლამენტის განათლების და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორის, ია კერზაიას გარდაცვალების საქმეზე მოსმენა დღეს გაიმართება. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა განაცხადა, საკითხზე სრული ინფორმაციის მისაღებად კომიტეტზე ანგარიშს განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის ინსპექტირების ცენტრის წარმომადგენლები და მათი ხელმძღვანელი წარადგენენ.შეგახსენებთ, რომ სხდომა რამდენიმე დღის წინ უნდა გამართულიყო, თუმცა როგორც მარიამ ჯაშმა განმარტა, სამინისტრომ სრული ინფორმაციის მოსამზადებლად 4 დღე ითხოვა და მან ეს დრო მისცა. ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორი ია კერზაია 9 დეკემბერს გარდაიცვალა. მომხდარს ოჯახი პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებს