განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარედ, შესაძლოა, გენადი მარგველაშვილი დაინიშნის. მისი კანდიდატურის განხილვის შესახებ ინფორმაციას თავად მარგველაშვილიც ადასტურებს. დეპუტატის განცხადებით, ამ პოსტზე მის გარდა კიდევ რამდენიმე პირის კანდიდატურა განიხილება.
ამჟამად გენადი მარგველაშვილი განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილეა.
შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ ,რაც პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილების თაობაზე კანონპროექტი ჩააგდო, საპარლამენტო უმრავლესობა 12-მა დეპუტატმა დატოვა, მათ შორის სამი კომიტეტის თავმჯდომარემ. შესაბამისად, ვაკანტურია განათლების, ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეების თანამდებობები.