ფლორიდის შტატში უცნაური სანახაობის მომსწრე გახდა მოსახლეობა. განათების ერთ-ერთ ბოძზე ფოცხვერმა მოიკალათა. საოცარია თუ როგორ აღმოჩნდა ამხელა სიმაღლეზე კატისებრთა ოჯახის წარმომადგენელი. ელექტროენერგია მაშინვე გათიშეს, რათა თავიდან აეცილებინათ საფრთხე და ფოცხვერიც უვნებელი დაბრუნებოდა მიწას. საბოლოს ეს გარეულმა ცხოველმა საკუთარი ძალებით მოახერხა.