განაში COVAX-ის პროგრამის ფარგლებში AstraZeneca/Oxford-ის ვაქცინის 600 000 დოზა ჩაიტანეს - Palitra News

განაში COVAX-ის პროგრამის ფარგლებში AstraZeneca/Oxford-ის ვაქცინის 600 000 დოზა ჩაიტანეს

2021-02-24 16:19:31+04:00

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის COVAX-ის პროგრამის ფარგლებში განაში AstraZeneca/Oxford-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 600 000 დოზა ჩაიტანეს, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

„ეს მნიშვნელოვანი შემთხვევაა, რადგან კოვიდ -19 ვაქცინების განაში ჩატანა კრიტიკულად მნიშვნელოვანია პანდემიის დასრულებისთვის. ამ კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზა იმის უზრუნველყოფაა, რომ ვაქცინაცია ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს,“- განაცხადეს განაში გაერო-ს ბავშვთა ფონდის და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა.