საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო "აწარმოე საქართველოში", ქართული ექსპორტიორი კომპანიების მენეჯერებს კიდევ ერთხელ აძლევს შესაძლებლობას ცოდნა აიმაღლონ, განავითარონ საჭირო უნარ-ჩვევები და მნიშვნელოვანი კავშირები დაამყარონ სხვა ქართულ ექსპორტიორ კომპანიებთან. კურსის პირველ ეტაპზე, რომელიც 2 თვეს გაგრძელდება, მსმენელები გაეცნობიან ექსპორტის ტერმინოლოგიას საერთაშორისო გაყიდვების წარმოების მიმართულებით. სალექციო საათები დაეთმობა საექსპორტო ლოგისტიკის, ხარისხის ინფრასტრუქტურისა და ბიზნეს კომუნიკაციების საკითხებს. ამასთან, განახლებული კურსი ითვალისწინებს ორი ახალი მოდულის: ელექტრონული კომერციისა და ბრენდინგის დამატებას, რომელიც აუცილებელია საექსპორტო აქტივობების წარმატებულად და ეფექტიანად დაგეგმვისთვის. ამასთან, აღსანიშნავია, რომ სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ყველა მონაწილეს კურსის ღირებულების 75 %-ს დაუფინანსებს.