საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში, განახლებულ აღმაშენებელზე ბექა გოჩიაშვილის კონცერტი გაიმართა. ახალგაზრდა მუსიკოსმა ძველი და ახალი კომპოზიციები წარმოადგინა. მოგვიანებით კი "ახალი ტიფლისის" საფეხმავლო მონაკვეთზე განთავსებული სცენა თბილისის მერიის ბიგბენდმა დაიკავა. ამით დედაქალაქის მერიის მიერ მომზადებული საახალწლო ღონისძიებები განახლებულ აღმაშენებლსა და დედა ენის პარკში დასრულებულია.