გორის რაიონულ სასამართლოში 7 თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი დედის საქმის განხილვა იწყება.სასამართლოს შენობაში იმყოფებიან, როგორც ბრალდებულის ოჯახის წევრები, ასევე ბავშვის მამის ახლობლები. აღნიშნულ მხარეებს შორის პროცესის დაწყებამდე რამდენჯერმე მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება. მოკლული ჩვილის მამის ახლობლები მომხდარში ადანაშაულებენ ბრალდებული არასრულწლოვნის დედასაც და აცხადებენ, რომ ის სავარაუდოდ გარკვეულ ინფორმაციას ფლობდა შვილის დანაშაულებრივ განზრახვასთან დაკავშირებით.
იხილეთ: