თბილისის მერიის გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსის, გოგა წერეთლის განცხადებით, რა სამუშაოები იქნება ჩასატარებელი მთაწმინდის დამწვარ ფერდობზე, ეს მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც სპეციალისტები დამწვარი ტერიტორიის შესწავლას დაასრულებენ. მისი თქმით, სპეციალისტები აღნიშნულ ტერიტორიაზე იმყოფებიან და მიმდინარეობს ტერიტორიის შესწავლა.გამწვანების სამსახურის უფროსის ინფორმაციით, ძირითადად ბუჩქები და ბალახებია დამწვარი.