დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ვაქცინაციის საკითხთან დაკაშვირებით ისაუბრა. მისი თქმით, ყოველდღიურად, 60 წელს ზემოთ 2500 ადამიანი იცრება. ცხრა ნოემბრიდან-დღემდე, ჯამში, 60 წელს ზემოთ 103 ათასი მოქალაქეა აცრილი. რაც შეეხება იმას, გაგრძელდება თუ არა ლატარია, რომელიც, ასევე ვაქცინაციის წამახალისებლად დაიწყო, გამყრელიძის თქმით, ჯერ უნდა შეჯამდეს შედეგები და შემდეგ გადაწყდეს მისი გაგრძელება - არ გაგრძელების საკითხი.