შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები 14 ათასი ოჯახი ზამთრის თვეებში გაზით უზრუნველყოფისთვის 200 ლარიან ვაუჩერებს მიიღებს.
ციხელაშვილის თქმით, სახელმწიფო მომავალში კიდევ უფრო მეტი ძალისხმევით გააგრძელებს მუშაობას. ვაუჩერის ნაცვლად, 200 ლარის ოდენობით თანხა გადაეცემათ იმ ოჯახებს, რომლებიც ბუნებრივი აირით ჯერჯერობით ვერ სარგებლობენ. აღნიშნულ ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.