ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის მახლობლად სოფელ წვეშში ახალად გარემონტებული საჯარო სკოლა გაიხსნა. ოფიციალური გახსნის პროცესს აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბედ რუდი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და მხარის პირველი პირები დაესწრნენ.
სკოლის სამსართულიან შენობაში, ორასი მოსწავლე სწავლობს, დაახლოებით 800 ოჯახით დასახლებული ორი მეზობელი სოფლიდან. ქვეშის საჯარო სკოლის სრულად გასარემონტებლად ფინანსური დახმარება გამოიყო აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ჰუმანიტარული, კატასტროფისა და სამოქალაქო დახმარების ფონდიდან. პროექტის ფარგლებში სრულად გარემონტდა სამსართულიანი შენობა განახლდა ინტერიერი შეკეთდა კიბეები და სახურავი, განხორციელდა გარე ფასადის საიზოლაციო სამუშაოები, გარემონტდა საპირფარეშოები, დამონტაჟდა წყლისა და საკანალიზიაციო სისტემები, გათბობის ახალი სისტემა და ელექტრო გაყვანილობა.