გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილმა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის "ნიქოზის" სანერგე მეურნეობა მოინახულა. ფერმერმა გიორგი მჭედლიძემ სოფლის მეურნეობის პროექტის "დანერგე მომავალი" ფარგლებში, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელში მომგებიანი მეურნეობა შექმნა, რომელიც გაფართოებასა და ახალი ჯიშების გამრავლებაზეა ორიენტირებული. ფერმერმა ამერიკული ჯიშის კაკლისა და ნუშის ნერგები ჩამოიტანა და რამდენიმე ათას ჰექტარზე გააშენა. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში, ფერმერები განსხვავებული პირობებით ისარგებლებენ. კერძოდ, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებისათვის ცვლილებები შევა პროექტში "დანერგე მომავალი".