კვლავ პრობლემებია იმ სასაფლაოებზე, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფი ხაზის სიახლოვეს მდებარეობენ. სოფელ კირბალის სასაფლაოს ნაწილი, ოკუპირებული ტერიტორიის მხარეს არის მოქცეული.დილიდან ჯერჯერობით, სასაფლაოზე არ შეინიშნება გარდაცვლილთა ახლობლების სიმრავლე , თუმცა სამართალდამცავები უკვე სასაფლაოს ტერიტორიაზე იმყოფებიან, და შესაბამისად გადაადგილების უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ. საოკუპაციო ხაზის ყველა იმ ტერიტორიაზე სადაც სასაფლაო ე.წ სასაზღვრო ხაზის საზღვართან მდებარეობს სამართალდამცავები მთელი დღის განმავლობაში დარჩებიან.