სახელმწიფო მინისტრი საოკუპაციო ხაზთან სოფელ პერევში ჩავიდა. ქეთევან ციხელაშვილი იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულთან ზვიად შალამბერიძესთან ერთად სოფელ პერევში სოციალურად დაუცველ ოჯახებს ესტუმრა. საჩხერის მუნიციპალიტეტის გამყოფი ხაზის სოფლების ყველა სოციალურად დაუცველ ოჯახს საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების კალათები გადაეცათ.
დახმარების აქცია კომპანია Duty Free Georgia-ს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
ქეთევან ციხელაშვილი და ზვიად შალამბერიძე საჩხერის მუნიციპალიტეტის მერთან ბენიამენ ფალავანდიშვილთან ერთად ოჯახების საჭიროებასაც გაეცნენ. სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის დახმარება საერთაშორისო პარტნიორებისა და კერძო კომპანიების ჩართულობით უწყვეტ რეჟიმში გრძელდება და საბოლოო ჯამში კამპანია გამყოფი ხაზის მიმდებარე ყველა სოფელს მოიცავს.