ხორცისა და ხორცპროდუქტების 3 ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩარდა. ასევე გამოვლინდა და დაილუქა 600 კგ-მდე მავნედ მიჩნეული ხორცი.
სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტორებმა, ხორცისა და ხორცპროდუქტების 9 სარეალიზაციო ობიექტი შეამოწმეს. მათგან შპს უნივერსალი და შპს კობა 1000-ლარის ოდენობით დაჯარიმდნენ. ხოლო ინდ.მეწარმე, რომელიც ხორცის რეალიზაციას თბილისში, ფიფიას ქუჩის 17-ტ ნომერში ახდენდა, 5000 ლარით დაჯარიმდა.