გამოვლენილია პირი, რომელმაც დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები საჯარო სივრცეში პირველმა ატვირთა. შესაბამისი განცხადება შსს-ში გამართულ ბრიფინგზე რამდენიმე წუთის წინ გაკეთდა.„შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოავლინა და პასუხისგებაში მისცა პირი, რომელმაც დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები საჯარო სივრცეში პირველმა ატვირთა და გაავრცელა“, - განაცხადეს შსს-ში.