ის ადამიანები, რომლებიც მუდმივად გამოუძინებლები არიან და რომლებსაც დღისით სულ მუდამ ეძინებათ, საშიშ დაავადებათა რისკჯგუფში იმყოფებიან. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ დღისით ძილიანობას ადამიანი ალცჰაიმერის დაავადებამდე მიჰყავს. პირებს, რომლებსაც დღისით მუდმივად ეძინებათ, 3-ჯერ აქვთ გაზრდილი დასახელებული პათოლოგიის განვითარების რისკი. კვლევა 16 წელს გრძელდებოდა. მის ფარგლებში 123 პირი რეგულარულ სამედიცინო შემოწმებასა და ტესტირებას გადიოდა, მათ შორის თავის ტვინის პოზიტრონულ-ემისიურ ტომოგრაფიას. საკვლევი პირები, რომლებსაც დღისით მუდმივად აღენიშნებოდათ ძილიანობა, 3-ჯერ უფრო ხშირად აწყდებოდნენ ალცჰაიმერის დაავადების განმაპირობებელი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორის - განსაკუთრებული ცილის თავის ტვინში ჩალაგებას.მეცნიერთა დასკვნით, მიღებული შედეგები კიდევ ერთხელ ადასტურებს ძილის დარღვევასა და აღნიშნული დაავადების განვითარებას შორის მჭიდრო კავშირს. ეს თავის მხრივ ნიშნავს იმას, რომ ძილის ხარისხზე მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული ალცჰაიმერის აღმოცენება. მოგეხსენებათ, ამ პათოლოგიის სამკურნალო წამალი ჯერ კიდევ არ არსებობს, შესაბამისად, დიდი ყურადღება ეთმობა მის პროფილაქტიკას, მათ შორის ძილის კორექციას.