საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში შრომის ბაზარზე არსებულ პრობლემებზე საუბრობენ. ასოციაციაში აცხადებენ, რომ ქვეყანაში სამუშაო ადგილები არსებობს, მაგრამ შრომის ბაზარზე არ არის კვალიფიციური კადრები. ამასთან, ქვეყნის მოსახლეობაში არსებული პროფესიული განათლების ხარისხი ვერ პასუხობს ბაზრის მოთხოვნებს, რაც იწვევს დისბალანსს მოთხოვნასა და მიწოდებას შორის. ასოციაციის პრეზიდენტის თქმით, საჭიროა შრომის ბაზრის მოთხოვნების იდენტიფიცირება, შესწავლა და რეგულირება, რაც შემდგომ უნდა აისახოს სახელმწიფო პოლიტიკაზე.