კიბერუსაფრთხოება მსოფლიოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ამ მიმართულებით მუშაობა კიდევ უფრო გააქტიურდა მას შემდეგ რაც არაერთი ქვეყნის მსხვილი კომპანია ახალი ვირუსის, ვონაქრაის კიბერთავდასხის შედეგად დაზარალდა. სწორედ საინფორმაციო უსაფრთოხების ტენდენციებსა და მასთან დაკავშირებულ აქტუალურ პრობლემებზე საკითხებზე იმსჯელეს სფეროში მსოფლიო ლიდერი კომპანიია ტრენდ მიკროს ორგანიზებით გამართულ კონფერენციაზე. ტრენდ მიკროს წარმომადგენელთა თქმით, კიბერთავდასხმის შედეგად კომპანიებს შესაძლოა საკმაოდ მნშვნელოვანი ფინანსური ზარალი მიადგეს. ტრენდ მიკროს ორგანიზებით გამართულ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს იმ წამყვანი ქართული კომპანიების წარმომადგენლებმა, რომლებიც ენერგეტიკის, ტელეკომუნიკაციების, მრეწველობის, ფინანსების და ქვეყნის ეკონომიკის სხვა სფეროებში მუშაობენ. როგორც მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ამბობს, კიბერუსაფრთხოება საქართველოშიც დღითიდღე აქტუალური ხდება, როგორც კერძო კომპანიებისთვის ისე სახელმწიფო სტრუქტურებისთვის.