საქართველოს თავდაცვის სამინისტრო უწყების მიერ გამოცხადებულ შესყიდვებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ შესყიდვების მოქმედი კანონმდებლობა არ იძლევა შესაძლებლობას, რომ სახელმწიფო უწყებამ ტენდერში მონაწილე კომპანიას დაუწესოს რაიმე შეზღუდვა, ან დაინტერესდეს კომპანიის დირექტორის/დამფუძნებლის ნასამართლეობის ან წარსული ცხოვრების/ წარსული საქმიანობის შესახებ. „გარკვეულ მედია საშუალებებში გავრცელებული ინფორმაცია, თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ შესყიდვებთან დაკავშირებით, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება და დაზუსტებას საჭიროებს. "უწყება ზედმიწევნით იცავს საქართველოში მოქმედ კანონმდებლობას და შესყიდვების კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში, ასევე განუხრელად დაიცავს მის მოთხოვნებს" - ნათქვამია განცხადებაში.