განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ 2020 წლის ეროვნული გამოცდების ჩასატარებლად მზადყოფნა დაადასტურა. როგორც მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა ბრიფინგზე განაცხადა, გამოცდებზე მისულ აბიტურიენტებს, მაგისტრობის მსურველებსა და მასწავლებლებს უსაფრთხო გარემო დახვდებათ. მან ასევე აღნიშნა, რომ საგამოცდო სივრცეში დაცული იქნება საჭირო დისტანცია, თითოეული მაგიდა უზრუნველყოფილი იქნება წინადამცავი ბარიერებით, ყველა სივრცე განიავდება, გამოცდის მიმდინარეობისას კი გამოცხადდება სანიტარული შესვენება.
რაც შეეხება კონდიცირების სისტემის გამოყენების წესებს, ამაზე ინფორმაცია უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.