ძაღლებთან ემოციური ლაპარაკი პატრონსა და ცხოველს შორის ურთიერთობის გამყარებისთვის სასარგებლოა. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ძაღლები უკეთესად აღიქვამენ ფრაზებს მაღალ ტონალობაში და კონკრეტულ რიტმში, ხოლო ლეკვებთან ურთიერთობა იმავე სტილში ჯობია, როგორშიც ადამიანები პატარა ბავშვებს ესაუბრებიან. ნიუ-იორკის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა "ხმის რეესტრი" შეიმუშავეს, რომელიც ძაღლის მეპატრონეებს ცხოველთან ურთიერთობის გამყარებაში ეხმარება. "რეესტრი" სპეციალურ სიტყვებს იყენებს, რომელიც არამხოლოდ ძაღლისთვის სწავლების პროცესს დააჩქარებს, არამედ მის ემოციურ ფონს დააბალანსებს, რაც მის სიცოცხლეს გაახანგრძლივებს.